20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საქართველო პოლიციელის დღეს აღნიშნავს - რა პირობა მიიღო პოლიციამ პრემიერ-მინისტრისგან და რისკენ მოუწოდა სამართალდამცავებს პრეზიდენტმა

საქართველო პოლიციელის დღეს აღნიშნავს. 20-მა პოლიციელმა უმაღლესი მთავარსარდლისგან და შინაგან საქმეთა მინისტრისგან დღეს მედლები სიცოცხლის გადარჩენისა და პროფესიონალიზმისთვის მიიღეს.

საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, სიმბოლურად, პოლიციის ფიცი დადო აკადემიის რამდენიმე ათეულმა კურსდამთავრებულმა.

სპეციალურ ღონისძიებაზე პატივი მიაგეს უწყების იმ თანამშრომლებსაც, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მოქალაქეების გადასარჩენად გაწირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სპეციალური საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობაც. სამართალდამცავებსა და მაშველებს სიტყვით მიმართა მთავრობის მეთაურმა და პოლიციელებს ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პოლიციელებს კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ მათთვის სპეციალურად აშენდება ათასბინიანი საცხოვრებელი კორპუსები. პოლიციას სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილმაც და სამართალდამცავებს მოუწოდა უფრო აქტიურად იმუშაონ ქვეყანაში ფემიციდის აღსაკვეთად. საზეიმო ღონისძიება პოლიციელების მარშით და ახალი ჰიმნით დასრულდა.

დღის ამბები