19 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
უკრაინის ომი დიდი ალბათობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რათა საუკეთესო შესაძლო შედეგს მიაღწიოს - სტოლტენბერგი

"უკრაინის ომი, ისევე როგორც სხვა ომების უმრავლესობა, დიდი ალბათობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება" ,– ამის შესახებ "ნატოს" გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას, რათა კიევს მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა "ნატოს"გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის წამოწყებით, თავის მიზანს ვერ მიაღწია.

"ომი თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია, ამიტომ ჩვენ უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის. ეს გახდა ომი, სადაც უკრაინელები ბრძოლის ველზე თავიანთი ქვეყნის დასაცავად დიდ საფასურს იხდიან, თუმცა დიდი დანაკარგი აქვს რუსეთსაც.

ეს ომი, ისევე როგორც ომების უმეტესობა, რომელიმე ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან მოხდება, მჭიდროდაა დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან, ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რათა მათ ამ კონფლიქტში საუკეთესო შესაძლო შედეგს მიაღწიონ.

პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები "ნატო" და ამ საბაბით შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ ის მიიღებს მეტ "ნატოს",  მეტი წევრითა და აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი წარმომადგენლობით," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები