15 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოს ღია წერილით მიმართავენ

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებენ. მათი შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო იყო ლიდერი ქვეყანა, თუმცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვალა.

ევროპარლამენტარები უარყოფითად აფასებენ ფაქტს, რომ "შარლ მიშელის შეთანხმება" ამ დრომდე არ არის შესრულებული. ანდრიუს კუბილიუსისთვის და რასა იუკნევიჩიენესთვის გაუგებარია მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინის და ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით.

"საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვით დარწმუნების საკითხი, ეს ეხება რეალურ ვალდებულებებს და ერთიან ძალისხმევას, რომელიც უნდა აჩვენოს საქართველოს მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა თბილისში ხდება და არა ბრიუსელში.

ამ ღია წერილით გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და ქართველ ხალხს, რომ თუ შედეგი იქნება ნაკლებად ოპტიმისტური, იმედი ნუ გაუცრუვდებათ - ამის ნაცვლად, ევროკავშირში შესვლისთვის ძალები გააერთიანონ," - ნათქვამია ორი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

დღის ამბები