15 ნოემბერი 2024,   17:04
ვრცლად
ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე - მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდი ევროპარლამენტის რეზოლუციას ლობირების შედეგს უწოდებს. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ დოკუმენტში ფაქტობრივი უზუსტობებია.

"ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ლობირება, ამ დებატების გახსნისა, მოხდა მაინც და მაინც ახლა, როდესაც ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო ქვეყნისათვის და მაინცდამაინც ახლა წამოვიდა შეტევა საქართველოზე, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით," - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აპრილის ბოლოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რეზოლუცია მიიღო, სადაც საუბარია საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ერთი თვის შემდეგ კი განცხადებები კეთდება, თითქოს ვითარება კატასტროფულია.

"ეს არის აპრილის ბოლოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია. ეწერა მე-14 პარაგრაფში გამოხატვის თავისუფლება და ზოგადად მედიის თავისუფლება არის კარგად დაცული. ერთი კრიტიკული წინადადებაა მხოლოდ, სადაც ეწერა, რომ შეშფოთებაა გამოთქმული მხოლოდ პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით.

ამ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რა მოხდა ისეთი, რამაც აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება, რა მოხდა ისეთი, რომელმაც შექმნა არმაგედონის ფონი, თითქოს ჩამოიქცა ყველაფერი, ერთი ადამიანის დაკავება, შეუძლებელია ასე ცვლიდეს დამოკიდებულებას იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დამნაშავეობა უდანაშაულობაზე, მხოლოდ საუბრობენ იმ ფეიკებზე, რაც მოიგონეს, თითქოს ის ავტომანქანის ფლობის გამოა დაკავებული.

სინამდვილეში შეიცვალა ერთი რამ, გაჩნდა ინტერესი რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით, როდესაც ეს ყველამ იცოდა, "ნაცმოძრაობამ" საქართველოში, მათმა ლობისტებმა და დავალებების მიმცემებმა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი დებატები ამ კონტექსტში არის შემაფერხებელი, დაბრკოლებლის შემქმნელი და პირდაპირ დავარქვათ - მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭება ჰქვია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები