19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
"ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ" - უკრაინის პრეზიდენტმა ომის 106-ე დღის ბოლოს ტრადიციული ვიდეომიმართვა გაავრცელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ომის 106-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში წინსვლის შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ ჯარისკაცს და პატივი მიაგო დაღუპულებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ემანუელ მაკრონთან უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ თემაზე მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან მიმდინარეობს.

"ფრონტის ხაზზე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის სხვა ქალაქები, რომლებიც ოკუპანტების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ, ჯერ დგანან. გვაქვს გარკვეული წარმატება ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმები ჩაიშალა. თანდათან წინ მივიწევთ ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. ვინარჩუნებთ თავდაცვას მიკოლაივის მიმართულებით.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ ფართომასშტაბიანი ომის 106 დღეს გაუძლო.

ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროპელთა უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას და დაუშვებელია, ზოგიერთი ქვეყნის ჯერ კიდევ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსი ხალხს, საზოგადოებას და ევროპის ისტორიის მიმდინარეობას დაუპირისპირდეს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები