15 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
მსგავს განცხადებას ხელისუფლების მხრიდან პასუხი და დასაბუთება სჭირდება - რომან გოცირიძე არახამიაზე

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ აუცილებელია ხელისუფლება გამოეხმაუროს ბრალდებებს და პასუხი გასცეს.

"მსგავს განცხადებას ხელისუფლების მხრიდან პასუხი და დასაბუთება სჭირდება. საოცარი რამ ხდება, რუსეთიდან საქართველოში მარტსა და აპრილში შემოვიდა იმაზე მეტი რაოდენობის ფული გზავნილების სახით, ვიდრე ეს იყო მთელი 2021 წლის განმავლობაში. რუსეთში 300 ბანკია და სანქციები მხოლოდ 20-მდე ბანკს აქვს სამწუხაროდ დაწესებული და შესაძლებელია იმ არასანქცირებულებიდანაც მოდიოდა. ამას სჭირდება პასუხის გაცემა," - განაცხადა რომან გოცირიძემ "კურიერთან" საუბრისას.

ბრალდებას კონკრეტული სამხილებსა და მტკიცებულებების აუცილებლობაზე საუბრობენ "ლელოშიც." 

დღის ამბები