15 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
"ოცნება" ელენე ხოშტარიასგან მოსკოვიდან მისი ოჯახისთვის ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვს - "დროას" ლიდერი მეორე დღეა დუმს

ელენე ხოშტარია მეორე დღეა დუმს. "დროას" ლიდერი ამ დრომდე არ პასუხობს "ქართული ოცნების" მოთხოვნას, გაასაჯაროოს მოსკოვიდან მისი ოჯახისთვის ჰონორარის სახით ჩარიცხული თანხის მიზნობრიობა.

მმართველი გუნდი კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დუმილს საეჭვოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ ხოშტარიების ოჯახი ოკუპანტი ქვეყნიდან განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს, ფულის წარმომავლობით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.

ელენე ხოშტარიას კოლეგების რეაქციები მმართველი გუნდის მოთხოვნაზე არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი "დროას" ლიდერს კვლავ მოუწოდებს ფინანსური დოკუმენტაცია გაასაჯაროოს.

ხოშტარიების ოჯახის მიერ სოლიდური თანხების რუსეთიდან მიღებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. პოლიტიკოსმა მაშინ ფაქტს სამემკვიდრეო უფლებით მიღებული ანაზღაურება უწოდა და მას შემდეგ ამ თემაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.

დღის ამბები