19 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
"უკრაინის არმია აძლიერებს თავდაცვას ლუჰანსკის ოლქში, რომელიც ახლა მართლაც უმძიმესი ზონაა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტები დონეცკის მიმართულებით სერიოზულ ზეწოლას ახდენენ, ხარკივის ოლქში კი „სასტიკი და ცინიკური საარტილერიო იერიშები“ ხორციელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ლუჰანსკის ოლქშია.
უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინის მთავრობა ყოველდღიურად იბრძვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხზე. ის ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენის გზად სწორედ პარტნიორების დახმარებას ასახელებს.

"უკრაინის არმია აძლიერებს თავდაცვას ლუჰანსკის ოლქში, რომელიც ახლა მართლაც უმძიმესი ზონაა. ოკუპანტები სერიოზულ ზეწოლას ახდენენ დონეცკის მიმართულებაზეც. ხარკივის ოლქში ხორციელდება სასტიკი და ცინიკური რუსული საარტილერიო დაბომბვები. რუსული არმია ყრუა ყოველგვარი რაციონალურობის მიმართ. ის უბრალოდ ანადგურებს და კლავს. რამდენად აქტიურადაც ვიბრძვით ევროკავშირის წევრობისთვის უკრაინის კანდიდატურაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე ყოველდღიურად ვაგრძელებთ ბრძოლას იარაღის მიწოდებისთვის. ათასობით ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების მიერ უკრაინის დასახმარებლად მიღებული გადაწვეტილებების შესრულებაზე," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები