ევროპარლამენტის წევრის მაიკლ გალერის განცხადებით, უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრები იქნებიან. ევროპარლამენტარმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.
"უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრები იქნებიან.
ევროპულ საბჭოს დღეს შეუძლია გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მათი ლეგიტიმური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად," - აცხადებს მაიკლ გალერი.