18 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი მგალობლები სიქსტის კაპელაში იმღერებენ - მგალობელთა გუნდი ვატიკანში თვის ბოლოს გაემგზავრება 

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი მგალობლები, სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავენ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სასცენო სამოსი და აქსესუარები კულტურის მინისტრმა გადასცა.

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი 40-კაციანი შემადგენლობით, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, ვატიკანში თვის ბოლოს გაემგზავრება. 

"საქართველოსთვის, ქართული კულტურისთვის ისტორიული დღე დგება, როდესაც ვატიკანში სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი მრავალხმიან გალობას გააჟღერებს და ამას მოისმინეს სრულიად სამყარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნის ჩვენს პატრიარქს. არა ერთი წელი მიმდინარეობდა ამ ინიციატივაზე მსჯელობა და ჩვენ შევძელით ამის რეალიზება სწორედ ახლა," - ამბობს თეა წულუკიანი.

 

დღის ამბები