15 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
3 ივლისის აქციისთვის მზადება დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს - ადგილობრივებმა ორგანიზატორები თელავის ისტორიულ მუზეუმში არ შეუშვეს

3 ივლისის აქციისთვის მზადება დაპირისპირებების და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს. რეგიონებში მოქალაქეების ნაწილი "შინ ევროპისკენ" წევრების საინფორმაციო კამპანიას აპროტესტებს. ინციდენტები იყო თბილისში, კახეთში, ზუგდიდში და ხონში. აქციის ორგანიზატორები ფლაერებს არიგებენ და მოსახლეობას ხვდებიან, რასაც ადგილობრივების ნაწილი და ქართული ოცნების მხარდამჭერები ეწინააღმდეგებიან.

თელავის ისტორიულ მუზეუმში შეხვედრა ვერ შედგა. ადგილობრივებმა  3 ივლისის აქციის ორგანიზატორები შენობაში არ შეუშვეს. საინფორმაციო კამპანია სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

"მე პოლიტიკური აქტივობის უფლება მაქვს, შესაბამისად, მოვედი და არ დავუშვებ, რომ ერეკლე მეფის ქალაქში, იქ, სადაც ბერძენიშვილი უდგათ გვერდში, ვინმემ რამე აქტივობა ჩაატაროს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დაპირისპირების შესახებ  განცხადება გააკეთა ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც კახეთში იყო ჩასული. 

"მე ძალიან გული დამწყდა, რაც მოხდა დღეს. არავის არ აქვს უფლება აუკრძალოს ან მუზეუმში, ან ქალაქში გადაადგილება. შეხვედრას გავაკეთებთ ისე, რომ ავირიდოთ თავიდან დაპირისპირება," - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.

დღის ამბები