18 მაისი 2024,   12:16
ვრცლად
+43 გრადუსი და მაშტაბური ხანძარი პორტუგალიაში- დაშავებულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის 12 მაშველია

პორტუგალიის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობაში 3 ათასი მეხანძრე და 60-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობს.

მედიის ინფორმაციით, დაშავდა 30-მდე ადამიანი, მათ შორის 12 მაშველია. შექმნილი რთული ვითარების გამო, ევროკავშირმა ხანძარსაწინააღმდეგო დახმარების პროგრამა გაააქტიურა, რაც წევრ ქვეყნებს რესურსების გაზიარების საშუალებას აძლევს. ხანძრის გაჩენის მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება. სინოპტიკოსების პროგნოზები არასაიმედოა, მათი ვარაუდით, უახლოეს დღეებში ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს.

დღის ამბები