15 ნოემბერი 2024,   17:04
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს

ვიქტორია სპარცი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს. კონგრესმენის თქმით, ერმაკმა მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია დაიწყო.

ვიქტორია სპარცი აცხადებს, რომ მას და ბევრ რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენს აინტერესებს, როგორ იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები.

"პრობლემა ერმაკში კი არა არის, არამედ უკრაინაში არსებული პრობლემებია, რომლებიც არ გვარდება და როცა მე ჩემს ხალხს ვეკითხები, რატომ არ გვარდება ეს პრობლემები, მეუბნებიან, რომ ერმაკის გამო. სწორედ ამიტომ წამოიწია ეს საკითხი. ამ ეტაპზე ამის შემოწმების სისტემა არ არსებობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რასაც გაძლევთ, დაიხარჯოს იქ, სადაც საჭიროა და თქვენმა სამხედროებმა ის მიიღონ. არ გავახმაურებ დეტალებს, თუ ამას ვიტყვი, რუსეთი ისეთ პროპაგანდას დაიწყებს, რომ თქვენ პრობლემები შეგექმნებათ.

ერმაკთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია სერიოზული ეჭვები არსებობს. ის რომ ნამდვილი სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო, ასეთი საეჭვო რეპუტაციის გამო, ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა თანამდებობას. მაშინ, როცა უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც შეამცირა უკრაინის მომზადების დონე. თუმცა არასდროსაა გვიანი სწორად მოიქცე", - განაცხადა ვიქტორია სპარციმ.

დღის ამბები