18 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ჯონ ბოლტონმა დაადასტურა, რომ უცხო ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების მხარდაჭერა წარმატებული არ იყო

გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა  და თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, განაცხადა, რომ იგი დაეხმარა გადატრიალების მცდელობების დაგეგმვას უცხო ქვეყნებში. ბოლტონმა ეს განცხადება აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ კონგრესის მოსმენის შემდეგ CNN-თან გააკეთა. 

პანელის კანონმდებლებმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს, თუმცა CNN-ის წამყვან ჯეიკ ტეპერთან საუბრისას, ბოლტონმა თქვა, რომ "საგულდაგულოდ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად ტრამპი არ იყო საკმარისად კომპეტენტური, ისე როგორც ის, ვინც დაეხმარა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვას, არა აქ, მაგრამ სხვა ადგილებში - ამას დიდი შრომა სჭირდება და ეს ის არ არის, რაც მან (ტრამპმა) გააკეთა."

ჟურნალისტმა ტაპერმა ჰკითხა ბოლტონს, რომელ მცდელობებს გულისხმობდა. "მე არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო წარმატებული", - პასუხობს ბოლტონი. 

2019 წელს, ბოლტონმა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, საჯაროდ დაუჭირა მხარი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მოწოდებას სამხედროებისადმი, მხარი დაეჭირათ მისი ძალისხმევისთვის სოციალისტური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადაგდების მიზნით. საბოლოოდ, მადურო ხელისუფლებაში დარჩა. 

"ვგრძნობ, რომ არის სხვა რაღაცები, რასაც არ მეუბნები (ვენესუელას მიღმა)" - თქვა CNN-ის წამყვანმა, რასაც ბოლტონისგან პასუხი მოჰყვა: „დარწმუნებული ვარ, არის“. 
ბოლტონის ინტერვიუს არაერთი საერთაშორისო ანალიტიკოსი გამოეხმაურა. 
„ჯონ ბოლტონი, რომელიც მსახურობდა აშშ-ს მთავრობაში უმაღლეს თანამდებობებზე, მათ შორის გაეროს ელჩად, ტრაბახობს, რომ დაეხმარა გადატრიალების დაგეგმვას სხვა ქვეყნებში“, - წერს Twitter-ზე BBC-ის ჟურნალისტი დიკენს ოლევი.

დღის ამბები