19 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი - ჯო ბაიდენი

"პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი" - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, დაეხმაროს უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დასაცავად. 

"პუტინის თავდასხმა უკრაინაზე არის გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთელ მსოფლიოში. პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი, თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს ძალისხმევას, დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დაცვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და დევნილი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერად", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

დღის ამბები