19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
პორნოსაიტების თვალიერების დროს, ბრიტანელმა სატვირთოს მძღოლმა 3 ადამიანი მოკლა

ბრიტანეთში სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც ტელეფონში პორნოსაიტებს ათვალიერებდა, რამდენიმე მანქანას დაეჯახა, ავარიის შედეგად კი 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

იონ ონუტა უკვე დაკავებულია. მას რვა წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მამაკაცმა დანაშაული აღიარა.

BBC-ის დოკუმენტური ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში მამაკაცი მომხდარს ნანობს და დაღუპულთა ოჯახებს ბოდიშს უხდის. როგორც გამოცემა იუწყება, ციხეში ინტერვიუს მსვლელობისას, მამაკაცი ტიროდა:

"ტელეფონით ყურადღების გაფანტვა, ეს ნამდვილად ცუდი არჩევანი იყო. მინდა მათ [ოჯახებს] ბოდიში მოვუხადო. ძალიან ვწუხვარ. ცუდად ვგრძნობ თავს მომხდარის გამო. ნამდვილად ძნელია ამის მიღება," - განაცხადა იონ ონუტამ.

დღის ამბები