19 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებით რუსეთს არაფერი დაუკარგავს და არც არაფერს დავკარგავთ, მთავარი მოგება არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება - ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეცოპერაცია სარკისებური პასუხია იმაზე, რაც იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინაში, მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, არაფერი დაუკარგავს და არც დაკარგავს:

"ევროპაში ინდუსტრიული განვითარების მიღწეული დონე, ადამიანთა ცხოვრების ხარისხი, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა - ეს ყველაფერი ჩაყრილია სანქციების ღუმელში, რომელიც იხარჯება ვაშინგტონის ბრძანებებით, ევროატლანტიკური ერთიანობის სახელით. ეს ყველაფერი ფაქტობრივად ეწირება შეერთებული შტატების მცდელობას შეინარჩუნოს დიქტატურა მსოფლიო საკითხებში. რაც შეეხება უკრაინაში სამხედრო ოპერაციას, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებით რუსეთს არაფერი დაუკარგავს, და არც არაფერს დავკარგავთ. მთავარი მოგება არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება," - აცხადებს პუტინი.

დღის ამბები