19 მაისი 2024,   20:03
ვრცლად
დღეიდან "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონი ამოქმედდა - რუსლან სტეფანჩუკი

აშშ-ის "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონი უკრაინისთვის დღეიდან ამოქმედდა. - ამის შესახებ უმაღლესი "რადას" თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი twitter-ის გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას.

"აშშ-ის "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონი უკრაინისთვის დღეიდან ამოქმედდა. ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას”, - წერს სტეფანჩუკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერა ხელი. ამ აქტით, ფრონტის ხაზზე ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება მნიშვნელოვად დაჩქარდება. სისტემა, რომელიც პირველად 1941 წელს ფაშისტების წინააღმდეგ ამოქმედდა, ახლა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს.

დღის ამბები