19 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
ჰიტლერის გეგმების მსგავსად, შეერთებული შტატების განზრახვებს განხორციელება არ უწერია-სერგეი ლავროვი

პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებები ე.წ-ირატიფიკაციისთვის" სახელმწიფო დუმას წარუდგინა, განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად, ზუსტდება ახალი რეგიონების "საზღვრები".

მანამდე უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსია კანონიერად ცნო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ ფაქტს წინ უძღვოდა კრემლში გრანდიოზული ცერემონია, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ჰიტლერის გეგმების მსგავსად, შეერთებული შტატების განზრახვებს განხორციელება არ უწერია.

"დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში მათი მიღებისა და რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების ფორმირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცება რუსული მიწების გაერთიანების პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც 2014 წელს ყირიმის რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთში დაბრუნებით დაიწყო.

2014 წლის გაზაფხულზე დონბასში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახალხო რესპუბლიკა, რათა მათ კიევის ტოტალიტარული რეჟიმის ტერორის ფონზე საკუთარი იდენტობა შეენარჩუნებინა.იმის გათვალისწინებით, რომ კიევის რეჟიმმა უარი თქვა რესპუბლიკისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე, როგორც ამას მინსკის შეთანხმებები მოითხოვს, და მათ დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადება ტერიტორიის დასაკავებლად, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩა, გარდა მათი დამოუკიდებლობის აღიარებისა.

დღეს, შეერთებულმა შტატებმა დაიმორჩილა თითქმის მთელი კოლექტიური დასავლეთი, რათა მოახდინოს მისი მობილიზება უკრაინა რუსეთთან ომის ინსტრუმენტად აქციოს. ისევე, როგორც თავის დროზე, ჰიტლერმა იარაღის ქვეშ მოაქცია ევროპის ქვეყნების უმეტესობა საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის. ჰიტლერის გეგმების მსგავსად, შეერთებული შტატების განზრახვებს განხორციელება არ უწერია,"- აღნიშნა ლავროვმა. 

დღის ამბები