19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
ლარსის გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო - საზღვარზე საგანგებო რეჟიმით აღარ მუშაობენ

საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების ნაკადი დილიდან საგრძნობლად შემცირებულია. შეიძლება ითქვას, რომ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი არა საგანგებო, არამედ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დილიდან იკვეთება ისიც, რომ რუსეთის მხარეს მიმავალ ადამიანთა რიცხვი გაცილებით მეტია ვიდრე პირიქით საქართველოში შემოსვლის მსურველთა რაოდენობა. ადგილზე ვეღარ ვხედავთ ვერც იმ ჰუმანიტარული დამხარების პუნქტს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მხარეს გახსნეს.

რუსეთის მოქალაქეების შემცირებულ ნაკადზე და საქართველოს ტრანზიტული მიზნით გამოყენებაზე გუშინ გადაცემა "P.S."-ში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა თითქმის ყველა სასაზღვრო წერტილში საგრძნობლად არის შემცირებული.

დღის ამბები