19 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთის მოქალაქეებმა დღესაც გადმოკვეთეს, თუმცა გადმომსვლელთა ნაკადი წინა დღეებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია

ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთის მოქალაქეებმა დღესაც გადმოკვეთეს, თუმცა გადმომსვლელთა ნაკადი წინა დღეებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია. აქ გადმოსულებს უკან დაბრუნება აღარ უნდათ. ამბობენ, რომ ვლადიკავკაზის მხარეს ავტოკოლონების რიგები ნელ-ნელა მცირდება. ის ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიც დაიხურა, რომელიც რუსეთის მოქლაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე გახსნეს.

საქართველოში შემოსულები ყვებიან, რომ ვალდიმერ პუტინმა მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვა და რომ მათი პრეზიდენტის გადაწყვეტილების არ ესმით, არც უკრაინელების წინააღმდეგ ომში ჩართვა სურთ. კრემლმა საკუთარ მოქალაქეებს საზღვრის კვეთა გაურთულა და გაუძვირა კიდეც. "კურიერის"" გადამღებმა ჯგუფმა ლარისის გამშვებ პუნქტთან რუსეთისკენ მიმავალი ავტომობილებიც გადაიღო.

ლარის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა ნაკადი რომ ბოლო დღეები განმავლობაში შემცირებულია, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. ძალოვანი უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა თითქმის ყველა სასაზღვრო წერტილში დაკლებულია.

კრემლი არც იმას გამროიცხავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მალე სამხედრო ასაკის მამაკაცების მობილიაციაც დაიწყოს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან. ომისგან თავის დაღწევა ახლა ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ ენგურის ხიდის გადმოკვეთით შეუძლიათ, რომელიც შესაძლოა მალე ჩაიკეტოს.

დღის ამბები