19 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
საქართველოში ღვინის მასშტაბური ფესტივალი იწყება

საქართველოში ღვინის მასშტაბური ფესტივალი იწყება. მეღვინეები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას ქმნიან, შესაძლებლობა აქვთ თავისი გამოცდილება ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს გაუზიარონ. საქართველოში მოყვანილი მრავალი სახეობის ჯიშის ყურძნიდან, უნიკალური ღვინის დაწურვა და შემდეგ რეალიზება, - ეს ფესტივალის მთავარი მიზანია.

ახალი, ყოველწლიური, ფესტივალი, რომელიც მთლიანად ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეძღვნება, რეგიონებსაც მოიცავს.

"ღვინის დღეები საქართველოში" ქვეყნის მასშტაბით 26 ლოკაციაზე გაიმართება. თითოეული ქალაქის საფესტივალო დღე, გრანდიოზული კონცერტებით დასრულდება.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც საკუთარ ღვინოს აწარმოებს. ამჯერად "ღვინის დღეები საქართველოში" 500-ზე მეტი მეღვინე მონაწილეობს, რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. ფესტივალი, რომელიც 9-იდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იქნება "ღვინის სამშობლოში", რომლის მიზანიც ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა მსოფლიო ღონიძიებების კალენდარში.

 

დღის ამბები