19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
"გზა ამ წუთამდე გრძელი და რთული იყო, საბოლოოდ შეძლეს ჩახუტება" - უკრაინის პირველი ლედი აზოვსტალის მცველების ოჯახებთან შეხვედრაზე

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული "აზოვსტალის" მცველები ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ფაქტს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

ზელენსკა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ენდრიუ ერმაკმა მოახერხა ისინი ოჯახებთან შეეხვედრებინა.

"ემოციები ახლა ბევრია. გზა ამ წუთამდე გრძელი და რთული იყო. საბოლოოდ შეძლეს ჩახუტება," - წერს ზელენსკა.

დღის ამბები