19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ოქტომბრამდე საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 

უწყების ცნობით, მიმდინარე კვირაში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა.

"10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. მხოლოდ 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება.

თბილისში, მიმდინარე კვირაში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29, +31, 6-7 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და კიდევ აგრილდება," - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დღის ამბები