19 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
კახა კალაძემ ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

კახა კალაძემ ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ბაღი საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 230 ბავშვზეა გათვლილი და აქ 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად - მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ასევე, ეკრანი, სადაც მშობლებს შეუძლიათ, პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამზარეულო ბლოკში საკვების მომზადების პროცესს.

ბაღის მშენებლობის ღირებულებამ 3 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.

დღის ამბები