19 მაისი 2024,   20:04
ვრცლად
5-8 ოქტომბერს ბათუმში ოდესის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

5-8 ოქტომბერს ბათუმში ოდესის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით ფესტივალი ოდესაში ვერ ჩატარდებოდა, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ლოკაცია ისევ შავი ზღვისპირა ქალაქი ყოფილიყო. ფესტივალში ცნობილი უცხოელი მწერლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები და საჯარო განხილვები.

ფესტივალი გერმანიის კულტურისა და მედიის სამინისტროს, ასევე აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

დღის ამბები