19 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
ირლანდიაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

ირლანდიაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დონეგალის საგრაფოში მოხდა.

აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში მაშველების ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, ცნობილია ისიც, რომ 8 მოქალაქე უკვე ჰოსპიტალიზებულია.

დილიდან ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები