19 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია, ტემპერატურა და წნევა აქვს - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, ჯეიმს კობმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულ ცოტა ხნის წინ მოინახულა, თუმცა მან კლინიკა "ვივამედი" კომენტარის გარეშე დატოვა.

პენიტენციურმა სამსახურმა უცხოელი ექსპერტის შესვლასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და გვიან ღამით, ექიმმა კობმა სააკაშვილი პირველად მოინახულა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს მისმა ადვოკატმა ისაუბრა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესებულია.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია, ტემპერატურა აქვს 38 წნევა მაღალი, აკანკალებს, ძალიან ცუდი სურათია," - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები