19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
30 საათიანი ბრძოლა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად - ბათუმის შემზარავი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

ბათუმის შემზარავი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. შემთხვევას, რომელმაც ქვეყანა შეძრა, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთი წლის წინ ქალაქი ნანგრევებში მოყოლილი სიცოცხლეების გადარჩენისთვის ლოცულობდა, მეხანძრე-მაშველები მათ გადარჩენას 30 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. თუმცა შემდეგ იყო გლოვა.

ნანგრევებში მოყოლილი მხოლოდ 1 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. შენობის ნაწილი, რომელიც 8 ოქტომბრის საბედისწერო დღეს გადაურჩა, მალე დაანგრიეს. შეიცვალა 55 ოჯახის მისამართიც. ახლა ქალაქის ცენტრში, ყველა ახალი კორპუსის მშენებლობის მოლოდინშია. 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრებლები მოუთმენლად ელოდებიან საკუთარ ეზოში დაბრუნებას. ისინი გეგმავენ, რომ ახალ კედლებში, ახალ ცხოვრებას ძველი მოგონებებით გააგრძელებენ.

დღის ამბები