19 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
პარალიზებული ყირიმის ხიდი - რუსული ანექსიის 19-კილომეტრიანი სიმბოლო, პირადად პუტინის მიერ გახსნილი, მისივე დაბადების დღის მეორე დღეს აფეთქდა

ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდი თითქმის პარალიზებულია. რუსული ანექსიის 19-კილომეტრიანი სიმბოლო, ოკუპირებულ ყირიმისა და რუსეთის ფედერაციას შორის დამაკავშირებელი ავტო და სარკინიგზო მაგისტრალი უკვე 12 საათზე მეტია თითქმის უფუნქციოა. მიზეზი, სავარაუდოდ, სატვირთო ავტომობილის აფეთქებაა, რამაც საავტომობილო გზა ჩამოშალა.

ხანძარი ხიდზე უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა ეს იყო დივერსია თუ უბედური შემთხვევა, კითხვა ჯერჯერობით ისევ პასუხგაუცემელია.

ფაქტია, რომ პირადად პუტინის მიერ გახსნილი ხიდი, მისივე დაბადების დღის მეორე დღეს აფეთქდა.

ყირიმის ხიდი სტრატეგიული ობიექტია, რადგან სწორედ მისი გავლით ხვდებოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საჯარისო დანაყოფები. ის უკრაინელი სამხედროების ცალსახა სამიზნეც იყო, თუმცა კიევს საკუთარ ტერიტორიაზე ოკუპანტების აშენებული ხიდის აფეთქებასთან რაიმე კავშირი არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.

უკრაინის გამოხმაურებები კი ძირითადად ასეთი იყო: მაგალითად თავდაცვის საბჭოს მდივანმა პუტინს დაბადების დღე ყირიმის ხიდის ფოტოთი და მერლინ მონროს ცნობილი სიმღერით მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარეს ამბავმა ძველი რუსული მულტფილმი მოაგონა. "რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?" - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის უწყება მომხდარ ამბავს.

დღის ამბები