19 მაისი 2024,   19:33
ვრცლად
იგოეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია​

ავტოსაგზაო შემთხვევისას, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მოხდა, 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია.

შემთხვევა იგოეთის სიახლოვეს მოხდა, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები