19 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ფესტივალის - "ღვინის დღეები საქართველოში" ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წინანდალს ეწვივნენ. ელჩებმა წინანდლის ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოში რთველის ტრადიცია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

დღის ამბები