19 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ინვესტორების დაინტერესების კუთხით, მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, საქართველო მე-13 ადგილს იკავებს - Bloomberg Media

ინვესტორების დაინტერესების კუთხით, მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, საქართველო მე-13 ადგილს იკავებს - კვლევას მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფი Bloomberg Media აქვეყნებს.

კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი კომპანიის დირექტორი მონაწილეობდა, ისინი თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ. Bloomberg Media Studio-ს თანახმად, საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი. ამავე კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში.

დღის ამბები