19 მაისი 2024,   19:35
ვრცლად
ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს - ექიმი იმედოვნებს, რომ მას კლინიკიდან მალე გაწერენ

ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ის უკვე კონტაქტურია. ამის შესახებ ექიმმა ისაუბრა. 

ბავშვი 24 საათზე მეტ ხანს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა როგორც ნიუ ჰოსპიტალის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ყველაზე კრიტიკული 24 საათი გადალახულია.

დავით ციბაძე იმედოვნებს რომ მოზარდს მალე გაწერენ

"მოიხნსა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდი კონტაქტში, უკვე დაეკონტაქტა თავის მშობლებს. რჩება გარკვეული რისკები, თუმცა პირველი 24 საათი ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო ანოქსიური დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ის სახლში წავა,"- აცხადებს ექიმი დავით ციბაძე. 

დღესვე კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა დაშავებული ბავშვი, თქვა რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოზარდის საზღვარგარეთ მკურნალობას.

ავტორი: სანდრო სანაია. 

დღის ამბები