19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გააკრიტიკა

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გააკრიტიკა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ავრცელებს. ბენ უოლესის თქმით, ემანუელ მაკრონმა კარტები გახსნა და დაადასტურა, რომ მოსკოვის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საფრანგეთი სამაგიეროთი არ უპასუხებს.

ბოლო კვირებში ნატო-ს მოკავშირეებმა არაერთხელ გააფრთხილეს ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთისთვის მძიმე შედეგების შესახებ. თუმცა, გასულ დღეს მაკრონმა გლობალური ომის გამოწვევის შიშით, პუტინის წინააღმდეგ ბირთვული არსენალის გამოყენება გამორიცხა.

დღის ამბები