19 მაისი 2024,   19:34
ვრცლად
დეზინფორმაციის წინააღმდეგ თურქეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო - რა სასჯელი იქნება მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის

დეზინფორმაციის წინააღმდეგ თურქეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ჟურნალისტებსა და სოციალური მედიის წარმომადგენლებს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი კანონის ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია. კანონპროექტს აკრიტიკებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, მანამდე ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე კანონმდებელმა სიტყვით გამოსვლისას საკუთარი სმარტფონი ჩაქუჩით დაამტვრია, მისი თქმით ახალი კანონის მიღებისას ადამიანს ტელეფონი სმარტფონი აღარ დასჭირდებათ, რადგან თავისუფლება იზღუდება. კანონი გააკრიტიკეს ევროპულმა ქვეყნებმა, ვენეციის კომისიამ და მედიის თავისუფლების დამცველმა აქტივისტებმაც.

დღის ამბები