19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
"გაბედულობით ევროპისთვის", სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ბერლინის კონგრესზე რეზოლუცია მიიღო - რა წერია საქართველოზე დოკუმენტში

"გაბედულობით ევროპისთვის" - ამ სათაურით კონგრესზე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ბერლინში რეზოლუცია მიიღო, სადაც მხარს უჭერენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოლოდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

საქართველოსთვის კი გამოთქვამენ მზაობას, მიენიჭოს ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსი. რეზოლუციაში საუბარია იმ გამოწვევებზე, რაც ევროპის კონტინენტზე რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა და თუ როგორი უნდა იყოს პარტიის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა სამომავლოდ.

"ქართული ოცნება", რომელიც სოციალ-დემოკრატების პარტიული ოჯახის წევრია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით კონგრესს ესწრება. პარალელურად, მმართველი გუნდის დეპუტატებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს სოციალ-დემოკრატების ლიდერებთან.

მმართველი გუნდის დეპუტატებმა უკვე შეაფასეს ახალი რეზოლუცია და აღნიშნეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, არამხოლოდ იმიტომ, რომ სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ იმიტომ, რომ ეს რეზოლუცია პარტიის ერთგვარი სამოქმედო გეგმაა. 

დღესვე, სოციალ-დემოკრატებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, პარტიას შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენი უხელმძღვანელებს.  

ხვალ, კონგრესზე გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გამოსვლაა დაანონსებული. 

დღის ამბები