19 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
დაკავებულია ლაშა ფურცხვანიძე და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი - "კურიერმა" დაკავების კადრები ექსკლუზიურად გადაიღო

კურიერის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულია 9 პირი, მათ შორის გრინსერვისის და საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები. სავარაუდოდ, დაკავებულთა შორისაა ლაშა ფურცხვანიძე. 

დაახლოებით ერთი საათის წინ გამოჩნდნენ სამართალდამცველები გრინ სერვისის ოფისთან- კურიერის კამერამ დააფიქსირა, როგორ გამოიყვანა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი კომპანიიდან, მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სწორედ აღნიშნული დროისთვის დააკავეს იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაობი ჩაატარა. 

 

დღის ამბები