19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
პუტინმა უკრაინის 4 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკის, ლუჰანკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

"შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში, მათი რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე მოქმედებდა საომარი მდგომარეობა. ახლაც ჩვენთვის აუცილებელია ამ რეჟიმის დაწესება, უკვე რუსული კანონმდებლობის ჩარჩოში. ამიტომ, მოვაწერე ხელი გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ რუსეთის ფედერაციის ამ 4 სუბიექტში," - განაცხადა პუტინმა. 

დღის ამბები