19 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა - განგაშია უკრაინის დასავლეთ ნაწილშიც

კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

პირველად ინფორმაცია "ტვიტერზე" სწორედ მან გაავრცელა. უკრაინული მედია კიევის თავზე საჰაერო ობიექტის განადგურების შესახებ ავრცელებს ცნობებს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება იყო ეს რაკეტა თუ ირანული წარმოების კამიკაძე - დრონი.

განგაშია უკრაინის დასავლეთ ნაწილშიც. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ივანოფრანკოვსკსა და ლვოვში იმუშავა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, ვინიცაში განადგურებულია ერთ-ერთი თბოსადგური.

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსული ჯარი ინტენსიურად უტევს სუმის ოლქს. ავიაიერიშებია დნეპროპეტროვსკის დასახლებებზეც.

რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივოიროგში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. მოსახლეობა დენის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები