19 მაისი 2024,   17:43
ვრცლად
პროკურატურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე კადრებს ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს კადრებს, სადაც ასახულია, რომ  22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნებმა ცენტრალურ შადრევანთან მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. 

სამუშაოების მიმდინარეობისას, მათ დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო სადენის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა. 

„გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

დღის ამბები