19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი "ლოპოტა ქაფ 2022" მარიტა მეფარიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო

ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი "ლოპოტა ქაფ 2022" წუთიერი დუმილით დაიწყო, მონაწილეებმა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ტურნირში 80-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობს. პოპულარული ტურნირი "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათს ატარებდა. წელს ტურნირი სამოყვარულო შეჯიბრებებს შორის ყველაზე დიდი საპრიზო ფონდით დაბრუნდა, ფონდი 30 ათას ლარს შეადგენს.

დღის ამბები