19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა პოლონეთში - ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარ უბედურ შემთხვევას, სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა პოლონეთში - ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარ უბედურ შემთხვევას, სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 5 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც პოლონური მედია იუწყება, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, რა დროსაც ავობუსში 8 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

დღის ამბები