19 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი, კომუნისტური პარტიის კონგრესის დახურვის ცერემონიიდან, ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი კომუნისტური პარტიის კონგრესის დახურვის ცერემონიიდან გაიყვანეს. კადრებში ჩანს, რომ სინ ძინპინის გვერდით მჯდომ 79 წლის ჰუ ძინტაოს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მოგვიანებით, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ექსპრეზიდენტი შეუძლოდ გახდა, თუმცა საერთაშორისო მედიაში მეორე ვერსიაზეც საუბრობენ, რომლის მიხედვითაც მიზეზი შეიძლება იყო სიმბოლური, რაც აღნიშნავდა ჩინეთის ყოფილი ლიდერის სიმბოლურ მოხსნას. სი ძინპინი, კონგრესზე უკვე მესამედ გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს, პრეზიდენტს ამჟამად მოიხსენიებენ, როგორც უზენაეს ლიდერს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სი ძინპინმა პრეზიდენტობის ორვადიანი ლიმიტი გააუქმა, რაც მის მმართველობას უვადოთ განსაზღვრავს.

დღის ამბები