19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 23 წლის გოგოს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გლანდების ოპერაცია ჩაუტარდა

სამტრედიაში, 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლების თქმით, ოპერაციის შემდეგ ლანას ტკივილები ჰქონდა, რასაც სისხლდენა მოჰყვა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ კლინიკაში უთხრეს, ოპერაცია 19 ოქტომბერს ჩატარდა და მას არანაირი გართულება არ მოჰყოლია. 

„პაციენტს ჩვენთან გაუკეთდა გლანდების ოპერაცია 19 ოქტომბერს. იქამდე მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, რომელიც აუცილებელია. ოპერაცია ყოველგვარი გართულების გარეშე დასრულდა. როგორც წესი, ოპერაციიდან  ერთი დღის მანძილზე დარჩა კლინიკაში და გადატანილი ოპერაციის სიმძიმის შესაბამისად გაეწერა კლინიკიდან ჯანმრთელი ჩივილების გარეშე. ოპერაციიდან გასულია ოთხი დღე და ჩვენ ეს სამწუხარო ამბავი გავიგეთ, რომ დაეწყო სისხლდენა. კლინიკა და უშუალოდ ექიმი თანამშრომლობს გამოძიებასთან. ველოდებით გამოძიების დასრულებას",- განმარტავენ კლინიკაში. 

კითხვაზე, რას შეიძლება გამოეწვია მსგავსი გართულება, კლინიკაში ამბობენ, რომ არსებობს სხვადასხვა მიზეზი, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ამაზე საუბარი ნაადრევია.

"სამედიცინო თვალსაზრისით, თუ სისხლდენა ოპერაციის ბრალია, ის იწყება ოპერაციის დროს ან მისი დასრულებისთანავე. შემდგომ უკვე ამას იწვევს რეჟიმის დარღვევა - ფიზიკური დატვირთვა, კვებითი პროცესები და ა.შ. თუმცა, ჩვენ არ ვიცით რა მოხდა და ამიტომ ვერიდებით წინასწარ რაიმე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე გამოძიება არ დადებს მასალებს“,- ამბობენ კლინიკაში. 

დღის ამბები