19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
"ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესებში" - ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. "ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესებში", "დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესებზე"- შეხვედრის მონაწილეები ამ საკითხებზე ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

"დღეს, ჩვენ საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის დეზინფორმაცია და დეზინფორმაციასთან გამკლავების გზების ძიება. ასევე, არის დიგიტალიზაცია და დიგიტალიზაციიდან გამომდინარე არსებული გამოწვევები,"-აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საარჩევნო ელექტრონული სისტემა არჩევნების პროცესს მეტად გამჭირვალეს გახდის. 

"ეს არის ის სისტემა, რომელიც დანერგილია უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ხმის დათვლა ხდება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით. დაახლოებით 1საათის განმავლობაში საზოგადოებას ეცოდინება არჩევნების პასუხები რაც თავისთავად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ეს გამოიყენოს თვისი პოლიტიკური მიზნებისთვის,"-აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები