19 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს პასუხს გასცემს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს პასუხს გასცემს. ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი ისწრაფვის თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებისკენ.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შეიარაღებულ კონფლიქტებში იყენებენ კოსმოსში არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის კომერციულ თანამგზავრებს და შესაძლოა, ეს თანამგზავრები რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს.

დღის ამბები