19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
მილანში ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი დანით დაჭრეს

ლონდონის "არსენალის" ცენტრალური მცველი, პაბლო მარი დანით დაჭრეს - ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. 

არსებული ცნობით, შემთხვევა იტალიაში, ქალაქ მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში მოხდა. მარისთან ერთად დაჭრილია 5 ადამიანი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

29 წლის ცენტრალური მცველი იჯარის წესით "მონცაში" თამაშობს.

დღის ამბები