19 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
"რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს"-10 წლის ბავშვზე განხორციელებულ მუქარისთვის დაკავებულის ადვოკატი 

საქალაქო სასამართლო იმ პირის საქმეზე მსჯელობს, რომელიც 10 წლის ბავშვს ემუქრებოდა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

რაც შეეხება ბრალდებულის უფლებადამცველის პოზიციას. გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი და დაკავებულის პატიმრობაში დატოვების საფუძველიო არ არსებობს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ის საერთოდ არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან თვითონ საქმის მასალების მიხედვითაც თუ არ ჩავთვლით 10 წლის ბავშვის, რომელიც ამბობს, რომ სურათით ამოიცნო - სხვა არცერთი პიროვნება, მათ შრის ის ხელოსნები, რომლებმაც ის ნახეს არ არიან ამომცნობთა შორის. გამომდინარე აქედან, ჩვენი პოზიციაა არის, რომ ის იმ დროს იქ არ ყოფილა და რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მოვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე მის დატოვებას,"-აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

დაკავებულის ადვოკატისგან განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო ბრალმდებელს. ნათია ნოზაძე აცხადებს, რომ პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. 

"საქართველოს პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"-აცხადებს ნათია ნოზაძე.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები