19 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
ნენსი პელოსის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის წარმომადგენლის ცნობით, სპიკერის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მის რეზიდენციაში მიაყენეს.

თავდასხმის მოტივი უცნობია. სპიკერის ქმარი, პოლ პელოსი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნენსი პელოსი თავდასხმისას რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.

"დღეს დილით ადრე, თავდამსხმელი შეიჭრა პელოსის სან-ფრანცისკოს რეზიდენციაში, ფიზიკურად გაუსწორდა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლ პელოსს. თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია," - აღნიშნა პელოსის წარმომადგენელმა. 

დღის ამბები